ივანე ჩხაიძე - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია თუ იქნება, რომ ვაქცინაცია რეკომენდებულია 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ვფიქრობთ, ჩვენც შევუერთდებით
ივანე ჩხაიძე - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია თუ იქნება, რომ ვაქცინაცია რეკომენდებულია 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ვფიქრობთ, ჩვენც შევუერთდებით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია თუ იქნება, რომ ვაქცინაცია რეკომენდებულია 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ვფიქრობთ, ჩვენც შევუერთდებით, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა  პროფესორმა  ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. 

ამასთან, ივანე ჩხაიძემ პანდემიის პირობებში ვაქცინაციის როლზე ისაუბრა.

„შესაძლოა, რეგულაციაში ბავშვებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილება შევიდეს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ იმუნიზაციას. ევროპის და ამერიკის ძალიან ბევრი ქვეყანა წავიდა სხვა გზით. ეს ქვეყნებია გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ლიეტუვა, აშშ, სადაც აცრის ასაკი 12 წლიდან იწყება და უკვე რამდენიმე კვირაა, ხორციელდება. ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია ასე ვთქვათ, პირველი პასუხია დელტა ვარიანტის გავრცელებაზე, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ვაქცინაცია ძალიან დიდ როლს თამაშობს. იმუნიზაცია ნამდვილად შესაძლებელია, რომ იყოს გადამწყვეტი. ჩვენ ერთი ნაბიჯი გადავდგით და ველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას. თუ იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომ პანდემიის სიმძიმის შემცირების თვალსაზრისით შესაძლებელი, რეკომენდებულია ვაქცინაცია 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ვფიქრობთ, ჩვენც შევუერთდებით“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.