ივანე ჩხაიძე - იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აიცრნენ „ასტრაზენეკათი“, არ არის აუცილებელი დამატებითი სამედიცინო კონტროლი და ლაბორატორიული კვლევები
ივანე ჩხაიძე - იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აიცრნენ „ასტრაზენეკათი“, არ არის აუცილებელი დამატებითი სამედიცინო კონტროლი და ლაბორატორიული კვლევები

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე აიცრნენ „ასტრაზენეკათი“, არ არის აუცილებელი დამატებითი სამედიცინო კონტროლი და ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„გვერდითი მოვლენა, რომელიც დაფიქსირებული იყო, აღინიშნა ვაქცინის გაკეთებიდან ორი კვირის ფარგლებში. შესაბამისად, ეს ორკვირიანი პერიოდი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას გავლილი აქვს. ეს ადამიანები დამატებითი კვლევების ჩატარებას და ექიმის კონსულტაციას არ საჭიროებენ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.