ივანე ჩხაიძე - დიდ დიღომში აფეთქებისას დაშავებული ოთხი წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა
ივანე ჩხაიძე - დიდ დიღომში აფეთქებისას დაშავებული ოთხი წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

დიდ დიღომში აფეთქებისას დაშავებული ოთხი წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, – ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტი ამჟამად თერაპიულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის.

როგორც ივანე ჩხაიძე ამბობს, ოთხი წლის გოგონას მკურნალობა ყელ-ყურ-ცხვირზე უტარდება, ასევე საჭიროა სასიცოცხლო პარამეტრების კონტროლი.

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, ორშაბათს ბავშვის პალატაში გადაყვანა იგეგმება.

თბილისში, დიდ დიღომში აფეთქება 16 იანვარს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა რვა ადამიანი.