ივანდრო ბორხეს სანჩესი - ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის უნიკალური შანსი გვაქვს #1TVSPORT
ივანდრო ბორხეს სანჩესი - ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის უნიკალური შანსი გვაქვს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩის შესახებ ლუქსემბურგის ნაკრების თავდამსხმელმა, ივანდრო ბორხეს სანჩესმა ისაუბრა, რომლის თქმითაც, გუნდი 21 მარტის შეხვედრაში თავისი შანსის გამოყენებას შეეცდება.

„კმაყოფილი ვარ ახალ გუნდში, „ნაიმეგენში“ გადასვლით, სადაც სათამაშო დრო მაქვს. ახალგაზრდა ვარ და ლუქსემბურგის ნაკრებთან ერთად შესანიშნავი შანსი გამიჩნდა, დიდი ტურნირზე ვითამაშო. სხვებისთვის კი ეს ბოლო შესაძლებლობა და სტიმულია.

საერთოდ, გუნდში ახალგაზრდებისა და გამოცდილების კარგი სინთეზია. ვაცნობიერებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის უნიკალური შანსი გვაქვს.

მშვიდად ვართ და მატჩისთვის ასეთივე კარგ და მშვიდ გარემოში ვემზადებით“, – ამბობს ივანდრო ბორხეს სანჩესი.