ივან პერიშიჩს „ბაიერნში“ დარჩენა სურს, „ინტერი“ კი ფეხბურთელის გაყიდვაზე აკეთებს აქცენტს
ხორვატი შემტევი ივან პერიშიჩი აცხადებს, რომ „ბაიერნში“ დარჩენა სურს. ამ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მსოფლიოს 2018 წლის ფინალისტი მიუნხენში „ინტერიდან“ იჯარით 2019 წელს გადავიდა და ახლა, როგორც ირკვევა, მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობამ მილანელებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, რათა იჯარა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს. ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ინტერი“ მიუნხენელებს ფეხბურთელის ყიდვას სთავაზობს და ამ გარიგებიდან 15 მილიონი ევროს მიღების იმედი აქვს, თუმცა „ბაიერნი“ მზად არის, მხოლოდ 10 მილიონი გადაიხადოს.