ივან ლენდლი ალექსანდრ ზვერევის მწვრთნელი ხდება
ივან ლენდლი ალექსანდრ ზვერევის მწვრთნელი ხდება

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი ივან ლენდლი გერმანელი ალექსანდრ ზვერევის მწვრთნელი გახდება. ისინი მუდმივ საწყისებზე მუშაობას ამერიკის ღია პირველობიდან დაიწყებენ, რომელიც ორშაბათს აიღებს სტარტს. ამის შესახებ ლენდლის მენეჯერმა ჯერი სოლომონმა განაცხადა.

ზვერევი და ლენდლი ამ ზაფხულსაც თანამშრომლობდნენ, მაგრამ მათ ერთობლივ მუშაობას დროებითი ხასიათი ჰქონდა.

სწორედ ლენდლის ხელმძღვანელობით მოიგო ბრიტანელმა ენდი მარეიმ “დიდი სლემის” სამი ტურნირი, აგრეთვე 2016 წლის სეზონის შედეგების მიხედვით, მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა.

ზვერევი ამჟამად, მსოფლიოს მეოთხე ჩოგანია. მისი საუკეთესო შედეგია მესამე ადგილი, რომელიც ცოტა ხნის წინ, ტორონტოს “მასტერსის” შემდეგ დაკარგა.

“დიდი სლემის” ტურნირებზე გერმანელი, ჯერჯერობით, მეოთხედფინალზე შორს არ წასულა.