ივა გელაშვილის კონტრაქტის დეტალები ცნობილია - „სპეციაში“ იჯარა გამოსყიდვას ითვალისწინებს #1TVSPORT
ივა გელაშვილის კონტრაქტის დეტალები ცნობილია - „სპეციაში“ იჯარა გამოსყიდვას ითვალისწინებს #1TVSPORT

ივა გელაშვილის „სპეციაში“ ტრანსფერი გადაწყვეტილია და მისი კონტრაქტის დეტალებიც შეთანხმებულია, – ინფორმაციას იტალიური გამოცემები ავრცელებენ.

Tuttomercatoweb-ი – მეოთხე ქართველი იტალიაში

„სპეცია“ ივა გელაშვილის ტრანსფერს უახლოეს პერიოდში დახურავს. ლიგურიაში 2001 წელს დაბადებული ქართველი ჩამოდის საიჯარო ხელშეკრულებით, რომელიც ტრანსფერის გამოსყიდვის ვალდებულებას მოიცავს. ანუ, იჯარის დასრულების შემდეგ სამწლიანი კონტრაქტი უნდა გაფორმდეს.

ცენტრალური მცველი მეოთხე ქართველი გახდა, რომელიც იტალიაში ჩავიდა კვარაცხელიას, ლოჩოშვილისა და კვერნაძის შემდეგ.

spezia1906 – გელაშვილის კონტრაქტის დეტალები

მოლაპარაკებები, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდებოდა, დასასრულს მიუახლოვდა. ივა გელაშვილი ამჟამად „საბურთალოში” თამაშობს. ფეხბურთელი მზადაა, დაემშვიდობოს ქართულ კლუბს და იტალიაში გადავიდეს.

ივა გელაშვილი რომში 18 აგვისტოს უნდა ჩავიდეს და ლიგურიაში გამგზავრებამდე დედაქალაქში სამედიცინო შემოწმება გაიაროს. კონტრაქტის ფორმულა ასეთია – იჯარა გამოსყიდვის ვალდებულებით (1+3 წელი).