ივა გელაშვილი „პანსერაიკოსში“ ითამაშებს – კონტრაქტი ორწლიანია #1TVSPORT
ივა გელაშვილმა „მალმესთან“ საპასუხო მატჩამდე „იბერია“ დატოვა და კარიერას „პანსერაიკოსში“ განაგრძობს – ინფორმაციას ბერძნული სუპერლიგის გუნდი ავრცელებს.
„ივა გელაშვილმა ჩვენს გუნდთან კონტრაქტი გააფორმა და „პანსერაიკოსის“ მაისურს ორი წლის განმავლობაში ატარებს.
ქართველი ფეხბურთელი დაიბადა თბილისში 2001 წლის 4 აგვისტოს, თუმცა ის ჩეხეთშიც ცხოვრობდა. მისი სიმაღლეა 1.92 სმ, თამაშობს დაცვის ცენტრში. საქართველოს ჩემპიონ „იბერიაში“ თამაშობდა და გასულ სეზონში მის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა.
მან „იბერიას“ ფორმა მიმდინარე სეზონშიც მოირგო და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობდა. გელაშვილი გუნდში 2023 წლიდან ირიცხებოდა, მის ანგარიშზეა 46 მატჩი, 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა.
ივამ კარიერა პრაღის „სპარტას“ აკადემიაში დაიწყო და პირველი პროფესიონალური მატჩები ჩეხური კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა. შემდეგ ის საქართველოში თამაშობდა – ბოლნისის „სიონის“ შემადგენლობაში, ასევე ერთი წელი სერია B-ს „სპეციაში“ გაატარა.
გელაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეა, მონაწილეობდა ბოლო შეხვედრებში, ასევე იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი“, – წერია „პანსერაიკოსის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.