„იუვენტუსს“ ხუთ მწვრთნელთან ჰქონდა კონტაქტი, ზიდანმა ტურინელთა შეთავაზებაზე უარი განაცხადა
„იუვენტუსს“ ხუთ მწვრთნელთან ჰქონდა კონტაქტი, ზიდანმა ტურინელთა შეთავაზებაზე უარი განაცხადა

ტურინის „იუვენტუსი“ ეძებს მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის შემცვლელს – მას პოსტიდან დაითხოვენ, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ვერ გავა.

როგორც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი წერს, „იუვენტუსმა“ ხუთ მწვრთნელთან გამართა მოლაპარაკებები. პრიორიტეტული სამიზნეა „რეალის“ დამრიგებელი ზინედინ ზიდანი. ტურინულმა კლუბმა ფრანგს განვითარების გაწერილი სტრატეგია და „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ პოლ პოგბას ტრანსფერი შესთავაზა. ზიდანმა უარით უპასუხა და განაცხადა, რომ არ სურს მადრიდის დატოვება.

ასევე „იუვენტუსმა“ მოლაპარაკებები გამართა „ტოტენჰემის“ ყოფილ მწვრთნელთან, მაურისიო პოჩეტინოსთან, „ლაციოს“ დამრიგებელთან, სიმონე ინძაგისთან, „ატალანტას” თავკაცთან, ჯანპიერო გასპერინისთან და უმუშევარ ლუჩანო სპალეტისთან.