„იუვენტუსს“ ახალი ფორმა აქვს (ვიდეო)
„იუვენტუსს“ ახალი ფორმა აქვს (ვიდეო)

ტურინული გრანდის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე კლუბის ახალი ფორმა გამოჩნდა.

„იუვენტუსის“ ფეხბურთელები ახალ მაისურს 2020/21 წლების სეზონში მოირგებენ.

ტურინელთა ფორმა ტრადიციულ შავ-თეთრ ფერებშია შესრულებული და რა თქმა უნდა, ზოლები კვლავ აქტუალურია, თუმცა 2019/20 წლების დიზაინისგან მაინც თვალშისაცემად განსხვავდება.

ახალი მაისურის შექმნაზე „იუვენტუსის“ სპონსორმა ფირმამ, „ადიდასმა“ იზრუნა.