„იუვენტუსმა" „ტოტენჰემს" მეოთხედფინალის საგზური გამოსტაცა
„იუვენტუსმა" „ტოტენჰემს" მეოთხედფინალის საგზური გამოსტაცა

ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. მთავარი მატჩი ლონდონში, “უემბლის” სტადიონზე გაიმართა, სადაც “ტოტენჰემი” “იუვენტუსს” მასპინძლობდა. პირველი შეხვედრა ტურნირში ფრედ – 2:2 იყო დასრულებული.

განმეორებითი მატჩი “იუვენტუსისთვის” ცუდად მიდიოდა – პირველ ტაიმში დარტყმების შეფარდება იყო 12:3 (ზუსტი დარტყმები – 5:0) ლონდონელთა სასარგებლოდ, რაც მთავარია, ჰეონ-მინ სონმა 39-ე წუთზე ანგარიში გახსნა და “ტოტენჰემი” დააწინაურა – 1:0. ამ ანგარიშს ლონდონური კლუბი მეოთხედფინალში გაყავდა.

მეორე ტაიმში “ტოტენჰემმა” ვერ შეძლო უპირატესობის განვრცობა და მხოლოდ ერთხელ დაარტყა ზუსტად, “იუვენტუსმა” კი სამწუთიან ინტერვალში გადაწყვიტა მატჩის ბედი, როცა 64-ე წუთზე გონსალო იგუაინმა სამი ხედირას პასით ანგარიში გაათანაბრა, პაულო დიბალამ კი 67-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა იგუაინის გადაცემის შემდეგ.

“იუვენტუსმა” 2:1 მოიგო, ორი მატჩის ჯამში 4:3 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში ითამაშებს.