„იუვენტუსმა“ სერია A-ს პირველი წრე რეკორდით დაასრულა
„იუვენტუსმა“ სერია A-ს პირველი წრე რეკორდით დაასრულა

სერია A-ს ლიდერმა, ტურინის „იუვენტუსმა“ 2018-19 წლების ჩემპიონატის პირველი წრე მოგებით დაასრულა.
ტურინელებმა მე-19 ტურში „სამპდორიას“ საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგეს. დუბლი შეასრულა კრიშტიანუ რონალდუმ – პორტუგალიელმა მე-2 და 65-ე წუთებზე გაიტანა. ამ გოლებს შორის იყო ფაბიო კვალიარელას ზუსტი პენალტი. „სამპდორიამ“ 92-ე წუთზეც გაიტანა, მაგრამ ვიდეოგამეორების შემდეგ, რიკარდო საპონარას გოლი ოფსაიდის გამო გააუქმეს. აღვნიშნავთ, რომ შეხვედრას მსაჯმა ცხრა წუთი დაამატა.

„იუვენტუსმა“ 53 ქულით დაასრულა პირველი წრე, რაც იტალიის ჩემპიონატის ახალი რეკორდია. წინა რეკორდიც „იუვეს“ ეკუთვნოდა – 2005-06 და 2013-14 წლების სეზონებში, ტურინელებს ტურნირის ეკვატორზე 52 ქულა ჰქონდა.