„იუვენტუსმა“ რონალდუს სტატისტიკა გაგვაცნო
„იუვენტუსმა“ რონალდუს სტატისტიკა გაგვაცნო

ტურინის „იუვენტუსმა“ თავისი ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს სტატისტიკა წარმოადგინა.

პორტუგალიელმა იტალიის ჩემპიონის რიგებში სერია A-ს მატჩებში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. მის ანგარიშზეა 32 ზუსტი დარტყმა (რაც მთელი გუნდის ზუსტი დარტყმების 46 პროცენტია), ხოლო დარტყმების მთლიანი რაოდენობაა – 78. ასეთი მაჩვენებელი იტალიის ჩემპიონატში არც ერთ ფეხბურთელს არ აქვს.

კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ 2018 წლის 10 ივლისს გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან 12 მატჩი ჩაატარა ტურინული კლუბის შემადგენლობაში.