„იუვენტუსმა“ პაულო დიბალას წასვლა დაადასტურა #1TVSPORT
„იუვენტუსმა“ პაულო დიბალას წასვლა დაადასტურა #1TVSPORT

არგენტინელმა ფორვარდმა პაულო დიბალამ არ გაახანგრძლივა კონტრაქტი „იუვენტუსთან“ და 2022 წლის ზაფხულში დატოვებს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით.ეს ინფორმაცია დაადასტურა ტურინული კლუბის გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ.

„იანვარში ვლაჰოვიჩის მოსვლის შემდეგ, პაულო აღარ არის ჩვენი პროექტის ცენტრალური ფიგურა. ამიტომაც იყო ასეთი გადაწყვეტილება ყველაზე მიზანშეწონილი.

არავის არასოდეს დაუყენებია ეჭვქვეშ პაულოს შესაძლებლობები, მაგრამ ჩვენ ყველაფერი დეტალურად უნდა განვიხილოთ.

ეს გადაწყვეტილება იანვარში მივიღეთ. „იუვენტუსს“ მისთვის მოკრძალებული თანხის შეთავაზება შეეძლო, მაგრამ ეს პაულოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა იქნებოდა. გასაწყვეტილება მიღებულია“, – განაცხადა არივაბენემ.