„იუვენტუსმა“ კრიშტიანუ რონალდუს მაისურებიდან 6.5 მილიონი მოგება ნახა
„იუვენტუსმა“ კრიშტიანუ რონალდუს მაისურებიდან 6.5 მილიონი მოგება ნახა

კრიშტიანუ რონალდუს მაისურების გაყიდვისგან ტურინის „იუვენტუსის“ ფინანსურმა მოგებამ თითქმის 6.5 მილიონი ევრო შეადგინა, – წერს გამოცემა Tuttosport.

პორტუგალიელი ფორვარდის ტრანსფერის მომენტიდან სამი კვირის განმავლობაში, იტალიის ჩემპიონმა თავისი ვარსკვლავური ახალბედას დაახლოებით 55 ათასი მაისური გაყიდა. ეს კლუბის ერთი წლის მარაგი იყო, რომელიც ერთ თვეზე ნაკლებ დროში გაიყიდა. მაისურების ახალი პარტია სექტემბერში გამოვა.

33 წლის პორტუგალიელმა „იუვენტუსთან“ 4-წლიანი კონტრაქტი 10 ივლისს გააფორმა.