„იუვენტუსმა“ კარში ვერ დაარტყა და „ნაპოლისთან“ წააგო [ვიდეო]

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში საჩემპიონო შეხვედრა გაიმართა – ტურინში ლიდერი „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ მასპინძლობდა. გათამაშების ცხრილში სხვაობა ოთხ ქულას შეადგენდა ტურინული კლუბის სასარგებლოდ.

მატჩი ნეაპოლელთა უპირატესობით წარიმართა. 90 წუთი ისე გავიდა, რომ „იუვენტუსს“ კარში ზუსტად არ დაურტყამს, „ნაპოლიმ“ კი ეს ოთხჯერ გააკეთა და 90-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოიგო, რითაც სხვაობა „იუვენტუსთან“ ერთ ქულამდე შეამცირა. გამარჯვების გოლი კალიდუ კულიბალიმ გაიტანა ხოსე კალიეხონის პასით.

იუვესა“ და „ნაპოლის“ ოთხ-ოთხი მატჩი რჩებათ ჩემპიონატის ბოლომდე. აი, როგორია მათი კალენდარი:

იუვენტუსი
28 აპრილი. ინტერი-ივენტუსი
5 მაისი. იუვენტუსი-ბოლონია
13 მაისი. რომა-იუვენტუსი
20 მაისი. იუვენტუსი-ვერონა

ნაპოლი
29 აპრილი. ფიორენტინა-ნაპოლი
6 მაისი. ნაპოლი-ტორინო
13 მაისი. სამპდორია-ნაპოლი
20 მაისი. ნაპოლი-კროტონე