„იუვენტუსმა“ „კალიარი“ გაანადგურა, რონალდომ კი ჰეთ-თრიკი შეასრულა
„იუვენტუსმა“ „კალიარი“ გაანადგურა, რონალდომ კი ჰეთ-თრიკი შეასრულა

იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში „იუვენტუსმა“ „კალიარი“ გაანადგურა – 4:0. მაურიციო სარის შეგირდებიდან თავი „იუვენტუსის“ პორტუგალიელმა თავდმასხმელმა, კრიშტიანო რონალდომ გამოიჩინა და მეტოქის კარი სამჯერ აიღო, მეოთხე გატანილი გოლის ავტორი კი გონსალო იგუანია.

აღსანიშნავია, რომ 34 წლის რონალდომ (იტალიის ჩემპიონატში) „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

ტურინელები იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 45 ქულით ლიდერობენ.