„იუვენტუსმა“ იგუაინთან მოლაპარაკებები დაიწყო

09:21, 12.12.2019

ტურინის „იუვენტუსმა“ მოლაპარაკებები დაიწყო გუნდის ფორვარდის გონსალო იგუაინის წარმომადგენლებთან ფეხბურთელის კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე. არგენტინელის მოქმედი ხელშეკრულება „იუვენტუსთან“ 2021 წლის ზაფხულში იწურება.

ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია იმით, რომ გააგრძელოს კონტრაქტი 32 წლის არგენტინელთან, მაგრამ, ამავდროულად, იტალიის ჩემპიონი ეძებს საშუალებას – შეამციროს იგუაინის ხელფასი. დღეისთვის, ფორვარდი წელიწადში 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ჭორების მიხედვით, თავად გონსალოს უნდა კიდევ ერთი წლით „იუვენტუსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება, მაგრამ, ამ მომენტისთვის, მზად არ არის ხელფასის შემცირებაზე. იტყობინებიან, რომ იგუაინი კარიერის დასრულებას „რივერ პლეიტში“ აპირებს.

მსგავსი