„იუვენტუსმა" ბონუჩი ტრანსფერზე დააყენა #1TVSPORT
„იუვენტუსმა" ბონუჩი ტრანსფერზე დააყენა #1TVSPORT

„იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი მალე დატოვებს ტურინულ კლუბს. 36 წლის ფეხბურთელი 2023-24 წლების განაცხადიდან ამოშალეს და ტრანსფერზე დააყენეს.

როგორც გამოცემა Gazzetta dello Sport-ი წერს, ბონუჩის ეს სიახლე კლუბის დირექტორმა, ჯოვანი მანამ და სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ აცნობეს. იტყობინებიან, რომ მცველი შოკირებული დარჩა, მაგრამ დაეთანხმა ასეთ გადაწყვეტილებას.

ასე რომ, ლეონარდო ბონუჩი გამოტოვებს „იუვენტუსის“ ტურნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

კარიერის გაგრძელების ყველაზე სავარაუდო ვარიანტია „სამპდორია“, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბონუჩის ყოფილი პარტნიორი ანდრეა პირლო. გენუური კლუბი სერია A-დან გავარდა და ახლა აგროვებს გამოცდილ ფეხბურთელებს, რათა მთავარ ლიგაში დაბრუნდეს.

ასევე, იტალიელით ინტერესდება „ნიუკასლი“. შეგახსენებთ, რომ მანამდე მცველმა უარყო საუდის არაბეთიდან რამდენიმე შეთავაზება და სურდა „იუვენტუსში“ კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ 2024 წლის ზაფხულამდე დარჩენა.