„იუვენტუსის“ ყოფილ ფეხბურთელს გამოძალვისთვის 3.5 წელი მიესაჯა
„იუვენტუსის“ ყოფილ ფეხბურთელს გამოძალვისთვის 3.5 წელი მიესაჯა

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილ ფორვარდ ფაბრიციო მიკოლის სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა ელოდება ფულის გამოძალვის გამო.

იტალიური პრესის ინფორმაციით, 2010 წელს, ფეხბურთელი დაუკავშირდა მაფიოზურ კლანს და დახმარება თხოვა: მიკოლის უნდოდა დაებრუნებინა 12 ათასი ევროს ოდენობის ვალი ფიზიოთერაპევტისგან. სასამართლომ 40 წლის ყოფილი ფეხბურთელი დამნაშავედ ცნო, რადგან მის მიერ დაქირავებულმა ბანდიტებმა მეტად სასტიკი მეთოდები გამოიყენეს.

მიკოლი „იუვენტუსში“ 2002-04 წლებში თამაშობდა. მან თითქმის მთელი კარიერა იტალიაში გაატარა, ასევე ითამაშა „ბენფიკაში“, ბოლო კლუბი კი მალტას „ბირკირკარა” იყო.