„იუვენტუსის“ სამი სატრანსფერო სამიზნე დასახელდა #1TVSPORT
„იუვენტუსის“ სამი სატრანსფერო სამიზნე დასახელდა #1TVSPORT

„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სატრანსფერო სამიზნეები განსაზღვრა, – იუწყება La Gazzetta dello Sport.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, ტურინული კლუბის მენეჯერები პოლ პოგბას, ივან პერიშიჩისა და ანხელ დი მარიას შეძენას გეგმავენ.

აღნიშნავენ, რომ „იუვენტუსის“ ასეთი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სამივე ფეხბურთელს საკუთარ კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

ევროპულ პრესაში ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ხელშეკრულებას აღარ გაახანგრძლივებს და ტურინში გადასვლას აპირებს. შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი „იუვენტუსის“ ღირსებას 2012-2016 წლებში იცავდა.

მიმდინარე სეზონში პოლ პოგბამ ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.