ტურინის იუვენტუსის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი მიიჩნევს, რომ პოლ პოგბას ბებერ ქალბატონში დაბრუნება საკმაოდ რეალურია. აღნიშნულისთვის იტალიური გრანდი სათანადო წინადადებას მოამზადებს.
გაძეტა დელო სპორტის ცნობით, იუვენტუსი მანჩესტერ იუნაიტედს ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას შესთავაზებს. მიუხედავად იმისა, რომ პოლის იტალიაში დაბრუნება საკმაოდ რთული წარმოსადგენია, პარატიჩი იმედს არ კარგავს.
შეგახსენებთ, რომ პოგბას ტრანსფერით ასევე მადრიდის რეალია დაინტერესებული.