„იუვენტუსის“ ფეხბურთელი - ვთამაშობ იმ ქვეყნისთვის, რომელიც ხანდახან ჩემი კანის ფერს არ ცნობს
„იუვენტუსის“ ფეხბურთელი - ვთამაშობ იმ ქვეყნისთვის, რომელიც ხანდახან ჩემი კანის ფერს არ ცნობს

ტურინის „იუვენტუსის“ ამერიკელმა ნახევარმცველმა უესტონ მაკენიმ აზრი გამოთქვა მოძრაობა Black Lives Matter-ის შესახებ, რომელიც აფროამერიკელების უფლებებისთვის იბრძვის.

„როცა ვატარებდი სამკლაურს ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის საქმეზე სამართლიანობის მოწოდებით, ვგრძნობდი პასუხისმგებლობას: ჯერერთი, როგორც ამერიკელი და შემდეგ, როგორც აფროამერიკელი. ვგრძნობდი მოთხოვნილებას – ამემაღლებინა ატლანტიკის მეორე მზარეს საზოგადოების ცნობიერება. ბევრი მხარდაჭერა მივიღე, მაგრამ ასევე დიდი სიძულვილიც ვიგრძენი.

ზოგიერთები ამბობენ, რომ შენ ფეხბურთელი ხარ და არ უნდა იყო დაკავებული პოლიტიკით. მაგრამ, როცა ამაზე ვფიქრობ, საერთოდ არ იმაჩნია ეს რაღაც პოლიტიკურ საგნად. ვიღაცამ სიცოცხლე დაკარგა და მე არ ვაპირებ გაჩუმებას და უბრალოდ ბურთის თამაშს. არ ვაპირებ დუმილს მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანები ფიქრობენ – მე ფეხბურთი უნდა ვითამაშო. არ მინდა, რომ უბრალოდ ცნობილ ფეხბურთელად მაღიარონ. მინდა ვიყო ცნობილი ადამიანი, მინდა მემკვიდრეობა დავტოვო.

როცა დალასში დავბრუნდი, მეშინოდა ღამით მანქანის ტარება მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვიცოდი რა მოხდებოდა, თუ ქუჩაში გამაჩერებდნენ. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც ხანდახან არ ცნობს ჩემი კანის ფერს“, – თქვა მაკენიმ „იუვენტუსის“ საკლუბო ტელევიზიის ეთერში.

„იუვენტუსმა“ ამერიკელი ნახევარმცველი 2021 წლის ზაფხულამდე იჯარით „შალკედან“ აიყვანა. ტურინულ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება გააჩნია.