„იუვენტუსი" ზედიზედ მერვედ გახდა იტალიის ჩემპიონი [ვიდეო]
„იუვენტუსი" ზედიზედ მერვედ გახდა იტალიის ჩემპიონი [ვიდეო]

ტურინის „იუვენტუსმა” სერია A-ს 33-ე ტურში „ფიორენტინა” დაამარცხა და ზედიზედ მერვედ გახდა იტალიის ჩემპიონი.

სულ „ბებერ სინიორას” 35-ჯერ აქვს მოპოვებული ეს ტიტული. ამ რიცხვში არ არის გათვალისწინებული ორი ჩემპიონობა 2005 და 2006 წლებში, რომლებიც კლუბს კორუფციული სკანდალის გამო ჩამოართვეს.

ფიორენტინასთან” მატჩში „იუვენტუსი” მეექვსე წუთიდან მდევრის როლში იყო, როცა მილენკოვიჩმა გახსნა ანგარიში. თუმცა, 37-ე წუთზე ალექს სანდრომ გაათანაბრა, 53-ე წუთზე კი, პეცელამ საკუთარ კარში გაიტანა და „იუვემ” ანგარიშით 2:1 მოიგო.

33 ტურის შემდეგ, „იუვენტუსს” 87 ქულა დაუგროვდა და ის მიუღწეველია უახლოესი კონკურენტისთვის.

დატოვე კომენტარი