„იუვენტუსი“ სანდრო ტონალის შეძენას აპირებს #1TVSPORT
„იუვენტუსი“ სანდრო ტონალის შეძენას აპირებს #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსი“ დაინტერესებულია „ნიუკასლის“ ნახევარმცველის, სანდრო ტონალის ტრანსფერით, – იტყობინება იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი.

წყაროს ცნობით, „იუვენტუსი“ მალე დაასრულებს მოლაპარაკებებს „სპორტინგთან“ მორტენ ჰიულმანდის ტრანსფერზე, რის შემდეგ კონცენტრირდება 25 წლის იტალიელის შეძენაზე.

2024-25 წლების სეზონში ტონალიმ ყველა ტურნირზე 45 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „ნიუკასლთან“ 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.