„იუვენტუსი“ პოლ პოგბაში 60 მილიონს იხდის და ემრე ჯანს ამატებს
„იუვენტუსი“ პოლ პოგბაში 60 მილიონს იხდის და ემრე ჯანს ამატებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ, შესაძლოა, ინგლისური კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს.

წყაროს ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში აპირებს „იუვენტუსში“ დაბრუნებას. ტურინელები მზად არიან შესთავაზონ ფეხბურთელში 60 მილიონი ევრო, აგრეთვე დათმონ გერმანელი ნახევარმცველი ემრე ჯანი. აღნიშნავენ, რომ „მანჩესტერი“ შეიძლება დათანხმდეს ამ წინადადებას, რადგან შიშობს, რომ პოგბას ფასი შესაძლოა დავარდეს ან კლუბმა ვერ შეძლოს მასთან კონტრაქტის გაგრძელება, რომელიც 2021 წლის ზაფხულში იწურება.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი ტურინულ გუნდში 2012-2016 წლებში თამაშობდა.

ამ სეზონზე პოლ პოგბამ „იუნაიტედში“ შვიდი მატჩი ჩაატარა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.