„იუვენტუსი“ მხითარიანით დაინტერესდა
„იუვენტუსი“ მხითარიანით დაინტერესდა

ტურინული გრანდი „რომას“ სომეხი ლეგიონერით, ჰენრიხ მხითარიანით არის დაინტერესებული და გუნდში მის გადმოყვანას შეეცდება, – იუწყებიან Corriere dello Sport და calciomercatoweb.

იტალიური პრესის ინფორმაციით, „იუვენტუსი“ ნახევარდაცვის გაძლიერებაზე ზრუნავს და კლუბის აგენტები სომეხ ნახევარმცველს ყურადღებით აკვირდებიან.

მხითარიანის კონტრაქტი რომაულ კლუბთან 2021 წლის ზაფხულში იწურება და სომეხი ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა, რა თქმა უნდა, შეეცდება, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კლუბის, „იუვენტუსის“ ინტერესი საკუთარი კლიენტის ინტერესებს დაამთხვიოს.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „იუვენტუსი“ სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე იმყოფება და მეოთხეადგილოსან „რომას“ მხოლოდ ორი ქულით უსწრებს.