„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა, მეისონ გრინვუდმა შეიძლება, კარიერა იტალიაში გააგრძელოს.
გაზეთ The Sun-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის გაფორმებით დაინტერესებულია „იუვენტუსი“. ტურინულმა კლუბმა უკვე გამართა მოლაპარაკებები ინგლისელის გარემოცვასთან და ზაფხულში შეიძლება, ფორვარდის ხანგრძლივი არენდის წინადადებით მიმართოს „მანჩესტერ იუნაიტედს“.
გარდა ამისა, გრინვუდთან დაკავშირებულ სიტუაციას აკვირდებიან „მილანი“, „რომა“ და თურქული კლუბები.
2022 წლის თებერვალში 21 წლის ფეხბურთელი გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ყველა ბრალდება მოუხსნეს. მიუხედავად ამისა, გრინვუდი ამ სეზონში არ თამაშობს, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედი“ საკუთარ გამოძიებას აწარმოებს და მის დასრულებამდე ფორვარდს აკრძალული აქვს მინდორზე გასვლა.