„იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენლებს პოლ პოგბას ტრანსფერის შესახებ დაელაპარაკება, – იტყობინება „სკაი იტალია“ (Sky Italia). მოლაპარაკებები ადრეულ სტადიაზეა და როგორც ირკვევა, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ტურინელთა მცველი ჟოაო კანსელოც არის.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანჩესტერელები კანსელოთი დაინტერესებულები აღარ არიან, რადგან იუვენტუსი ფეხბურთელში ძალიან დიდ თანხას, 44 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვენ.
რაც შეეხება პოლ პოგბას, ის „იუვენტუსიდან“ „მანჩესტერში“ 2016 წელს გადავიდა და „წითელმა ეშმაკებმა“ მასში იმ დროისთვის სარეკორდო – 93.25 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს.