„იუვენტუსი“ ჯეიდონ სანჩოთი დაინტერესდა
„იუვენტუსი“ ჯეიდონ სანჩოთი დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ ინგლისელი ვუნდერკინდით, ჯეიდონ სანჩოთი დაინტერესდა. ამ ინფორმაციას იტალიური „კალჩომერკატო“ (Calciomercato) ავრცელებს. ტურინელები მოხიბლულნი არიან მიმდინარე სეზონში 18 წლის ფეხბურთელის თამაშით. სანჩომ ბუნდესლიგის 11 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი შეასრულა, ჩემპიონთა ლიგაზე თითო გოლი და შედეგიანი პასი აქვს, გერმანიის თასზე – საგოლე გადაცემა.

მას უკვე ინგლისის ნაკრებშიც რეგულარულად იწვვენ. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ბორუსია“ ამ ეტაპზე სანჩოს იოლად შეელიოს. ბუნდესლიგის ლიდერს ინგლისელით უფრო დიდი თანხის გამომუშავება შეუძლია, თუ მის გაყიდვას თუნდაც ერთი წლით გადაავადებს.