„იუვენტუსი“ ალისონს კონტრაქტზე შეუთანხმდა #1TVSPORT
„იუვენტუსი“ ალისონს კონტრაქტზე შეუთანხმდა #1TVSPORT

„იუვენტუსმა“ „ლივერპულის“ მეკარე ალისონ ბეკერთან შეთანხმებას მიაღწია – ინფორმაციას ერთდროულად ორი იტალიური გამოცემა – La Gazzetta dello Sport-ი და Calciomercato ავრცელებს.

გამოცემების ცნობით, ტურინული კლუბი ალისონ ბეკერს პირობებზე უკვე შეუთანხმდა. ახლა მერსისაიდელებთან პოტენციური ტრანსფერის პირობებზე უნდა შეთანხმდნენ. წყაროს ცნობით, „წითლები“ ​​33 წლის მეკარეში 10-15 მილიონ ევროს ითხოვენ, ხოლო „იუვენტუსს“ ამ თანხის შემცირება ან საერთოდ გაუქმება სურს.

აღსანიშნავია, რომ „ბებერი ქალბატონის“ სასარგებლო არგუმენტი თავად ბრაზილიელი მეკარის სურვილია, რომ ინგლისი დატოვოს და იტალიაში ითამაშოს.

თუმცა „ლივერპული“ იტალიელების მოთხოვნებით გაღიზიანებულია.

იტალიური გიგანტი მზადაა, ბრაზილიელს ორი ან სამწლიანი კონტრაქტი და სეზონში ხელფასად 5-6 მილიონი ევრო შესთავაზოს. ალისონს კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.