იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სამოსამართლეო საქმიანობის მაკონტროლებელი პირის, ინსპექტორის შესარჩევ კანდიდატებზე მსჯელობენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სამოსამართლეო საქმიანობის მაკონტროლებელი პირის, ინსპექტორის შესარჩევ კანდიდატებზე მსჯელობენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სამოსამართლეო საქმიანობის მაკონტროლებელი პირის, ინსპექტორის შესარჩევ კანდიდატებზე მსჯელობენ.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დღეს საბჭო იმ განაცხადებს განიხილავს, რომელიც კანდიდატებმა შემოიტანეს დამოუკიდებელი ისპექტორის თანამდებობაზე გასამწესებლად.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოცხადებულია კონკურსი დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის მიზნით. სწორედ ამ საკითხს განიხილავს პირველ საკითხად უმაღლესი საბჭო. მოისმენს მიღებული განაცხადების შესახებ ინფორმაციას, რომელი მათგანი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ამის შემდეგ განვსაზღვრავთ გასაუბრების თარიღებს და შემდეგი პროცედურების გაგრძელება დაიგეგმება. დამოუკიდეებელი ინსპექტორის შერჩევის
კრიტერიუმები გათვალისწინებულია კანონით, საბჭო ჯერ ამოწმებს, შეესაბამება თუ არა დადგენილ მოთხოვნებს კანდიდატების მიერ მოთხოვნილი განაცხადები, ამის შემდეგ ატარებს ინსპექტორთან გასაუბრებას ყველა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც კანონის თანახმად ისნპექტორს ევალება“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, კანონის თანახმად, დამოუკიდებელ ინსპექტორს სულ მცირე უნდა ჰქონდეს იურიდიული განათლება, 5 წლით სპეციალობით მუშაობის სტაჟი და მაღალი რეპუტაცია. ამასთნ, ინსპექტორის მოვალეობაა, დისციპლინარულ სამართალწარმოებისას პირველადი მოკვლევა.

დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, კანონში კონკრეტულად არის გაწერილი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი, რომელიც ინსპექტორის თანამდებობაზე უნდა შეირჩეს.

„კანონის თანახმად, ინსპექტორს სულ მცირე უნდა ჰქონდეს იურიდიული განათლება, 5 წლით სპეციალობით მუშაობის სტაჟი და მაღალი რეპუტაცია. ეს უკანასკნელი კრიტერიუმი არის შეფასებითი, შესაბამისად, საბჭო ყოველი ინდივიდუალური კანდიდატის შემთხვევაში ამ კრიტერიუმისადმი შესაბამისობას შეაფასებს“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უაღლესი საბჭო იმ განაცხადებს განიხილავს, რომელიც კანდიდატებმა დამოუკიდებელი ისპექტორის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსზე შემოიტანეს. ცნობილია, რომ ამ ეტაპზე 40-მდე კანდიდატს შორის გაკეთდება არჩევანი, თუ ვინ გადავა შემდეგ ეტაპზე, ხოლო დაახლოებით 50-მდე კანდიდატმა საჭირო კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა.