იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს სხდომაზე ორ ინიციატივას წარადგენს

11:38, 13.11.2017

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დღეს საბჭოს სხდომაზე ორ ინიციატივას წარადგენს. ჯანეზაშვილი ითხოვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები, ინფორმაციები დღის წესრიგზე და ინიციატივებზე გახდეს საჯარო და ყველა ინფორმაცია განთავსდეს ვებ-გვერდზე.

„საკითხი ეხება ინფორმაციის საჯაროობას. საკითხები მოსამართლეთა რაოდენობაზე, გენდერულ ასპექტებზე – ყველაფერი ვებ-გვერდზე უნდა იდოს. ასევე, მაქვს ინიციატივა დღის წესრიგების მომზადებაზე. მედიას მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს და ყველა საკითხი საჯარო უნდა იყოს. ასევე, რეგლამენტის თანახმად, საბჭო ვალდებულია წერილობითი ოქმები მოამზადოს, მაგრამ ეს საკითხიც უფრო პრაქტიკული უნდა გახდეს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მსგავსი