იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 50 კანდიდატი შეარჩია, მათ შორის შალვა თადუმაძე და გიორგი მიქაუტაძე
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 50 კანდიდატი შეარჩია, მათ შორის შალვა თადუმაძე და გიორგი მიქაუტაძე

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 137 კაციანი სიიდან 50 შეარჩია. მოსამართლეობის მსურველები ფარული კენჭისყრით გამოავლინეს. კენჭისყრის დაწყებამდე ორმა კანდიდატურა მოხსნა, ამიტომ საბჭომ არჩევანი 139 ნაცვლად 137 მონაწილეში გააკეთა. მოხსნილი კანდიდატურებიდან ერთი პარლამენტში წარდგენილ ათკაციან სიაში იყო.

ხმები კანდიდატებიდან 62 ადამიანზე გადანაწილდა, თუმცა კანონით მეორე ტურში 50 კანდიდატი გადადის, ამიტომ ავტომატურად კონკირს ერთ და ორხმიანი მონაწილეები ჩამოშორდნენ, რითაც კანდიდატების რაოდენობა 50 გახდა.

შემდეგ ეტაპზე გადავიდა მოქმედი გენერალური პროკურორი, მისი მოადგილე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და ის შვიდი მოსამართლეც, რომლებიც გასულ წელს პარლამენტში წარდგენილ ათკაციან სიაში იყვნენ. შემდეგ ეტაპზე გადავიდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეც.

კენჭისყრით შერჩეულ 50 კანდიდატთან საბჭო ღია გასაუბრებას გამართავს, რომლის შემდეგაც ისევ ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევენ. შერჩეული კანდიდატები კი პარლამენტის წინაშე წარდგებიან.