იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ქულები გაასაჯაროვა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ქულები გაასაჯაროვა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ქულები გაასაჯაროვა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრება გასულ კვირას გაიმართა, დღეს კი საბჭომ მათი შეფასებები გამოაქვეყნა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა კანდიდატები კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის მიხედვით შეაფასეს.

იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც უმაღლეს ისტანციაში ერთ-ერთ მოსამართლეს, ვასილ როინიშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურა. კონკურსის შედეგად, ერთ ვაკანტურ ადგილზე 16 კანდიდატი შეირჩა, საიდანაც სამმა შეძლო გასაუბრების ეტაპზე გადასვლა. საბოლოოდ საბჭო საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად ერთ კანდიდატს გადაუგზავნის.

კანდიდატების ქულათა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შესაბამის ბმულზე.