იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე მეორე ვადით აირჩია
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე მეორე ვადით აირჩია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე ხელმეორედ, ხუთი წლის ვადით აირჩია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ჩინჩალაძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომის დაწყებამდე საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა, ჩინჩალაძისა და მურუსიძის, ასევე სასამართლოში არსებული კლანის ბრალია საქართველოს ევროპულ გზაზე შექმნილი პრობლემები. დოლიძის განცხადებით, ქვეყანა სასამართლოში არსებული მმართველობის გამო ევროპულ პერსპექტივას კარგავს.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურას აპროტესტებდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ანა დოლიძის გარდა, ადგილზე იმყოფებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ნაზი ჯანეზაშვილიც.

დატოვე კომენტარი