იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პირველი ეტაპის კენჭისყრით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სია შეარჩია
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პირველი ეტაპის კენჭისყრით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სია შეარჩია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სიის შესარჩევად კენჭისყრის პირველი ეტაპი უკვე ჩაატარა. ცნობილია იმ კანდიდატთა ჩამონათვალი, რომლებიც კენჭისყრის მეორე ეტაპს გაივლიან.

კენჭისყრის შედეგად საბჭოს 12 წევრიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერა (11 ხმა) ორმა კანდიდატმა – საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ და უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, მაია ვაჩაძემ მიიღეს.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, 10 ხმა მიიღეს – მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, ნუგზარ სხირტლაძე;

ცხრა ხმა – თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ქეთევან ცინცაძე;

რვა ხმა – მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე,  ზაზა თავაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ​
გოჩა ჯეირანაშვილი;

შვიდი ხმა – ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი,
ალექსანდრე წულაძე.

აღნიშნულ სია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე აიტვირთება. ამის შემდეგ კი, მეორე კენჭისყრა ჩატარდება, რომლის მიხედვითაც სათითაოდ ეყრება კენჭი შერჩეულ 20 კანდიდატს, იმის გასარკვევად, უნდა წარედგინოს თუ არა მათი კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს. კანდიდატი წარდგენილად ჩაითვლება, თუ მას საბჭოს ღია სხდომაზე ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

დატოვე კომენტარი