იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ოთხი მოსამართლე თანამდებობიდან გაათავისუფლა

12:03, 31.12.2018

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ოთხი მოსამართლე თანამდებობიდან გათავისუფლდა.

ასმათ კოხრეიძე, მიხეილ ბებიაშვილი, ირაკლი შავაძე და დავით კეკენაძე მოსამართლის თანამდებობებზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იმყოფებოდნენ.

მოსამართლეებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

მსგავსი