იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების არსებული წესის ცვლილებაზე იმსჯელა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების არსებული წესის ცვლილებაზე იმსჯელა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების არსებული წესის ცვლილებაზე იმსჯელა.

საბჭომ ცვლილებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა წარმოადგინა, რასაც საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ნაწილობრივ არ დაეთანხმა.

ანა დოლიძის მოსაზრებით, ორი მთავარი პრობლემა, რომელიც ძველ წესშიც არსებობდა, კვლავ რჩება გამოწვევად და ეს შეფასების სისტემა და უსაფრთხოებაა.

დოლიძის განმარტებით, დღეს წარმოდგენილი წესის მიხედვით, კანდიდატის ნაშრომს ასწორებს ორი გამსწორებელი, რაც დოლიძის თქმით, არ არის სწორი, რადგან გამსწორებელთა ვინაობა და სია უნდა იყოს სრულად ანონიმური.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, საბჭოს არამოსამართლე წევრის მოსზრებით, უნდა შეიქმნას სისტემა, რომელში შესვლაც სისტემის წევრებისთვის ღია იქნება.

დოლიძის განცხადებით, ის საკუთარ ხედვაზე იმუშავებს, რომელსაც უახლოეს მომავალში წარმოადგენს.

რაც შეეხება საბჭოს მიერ წამროდგენილ ხედვას, ცვლილებებზე დამატებითი მსჯელობა მომავალ კვირას გაიმართება, მაშინ, როდესაც საბჭოს ყველა წევრი საკითხზე საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებას შეძლებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით ხუთ საკითხს განიხილავენ. მათ შორის, საბჭო რაიონულ, საქალაქო სასამართლოების აპარატში საშტატო ერთეულების დამატებაზეც იმსჯელებს. დანარჩენი საკითხები კი მიმდინარე და ტექნიკური საკითხების გადაჭრას ეხება.