იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების სია გაასაჯაროა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების სია გაასაჯაროა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების სია და ბიოგრაფიები გაასაჯაროა.

სულ მსურველი 82 კანდიდატია. სიაში ცნობილი სახელი და გვარებიც მოხვდა, მათ შორის, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე, სერგო მეთოფიშვილი საქალაქო სასამართლოა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე და მოსამართლე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე დავით მამისეიშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძე,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2013-2017 წლებში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, მოქმედი მოსამართლეების მიერ განაცხადის ხელახლა შეტანის მიზეზი, ან გადანიშვნა, ან სამოსამართლეო ვადის ამოწურვაა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი 23 ოქტომბერს გამოაცხადა. განაცხადების მიღება 13 ნოემბერს დასრულდა. საბჭომ 20 ნოემბრის სხდომაზე, მოსამართლეთა განაცხადები განიხილა, რის შედეგადაც, ისინი ვინც მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ, გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ.
როდის გაიმართება კანდიდატებთან გასაუბრება, ჯერ უცნობია. კონკურსი სულ 52 ვაკანსიაზე გამოცხადებული.

დატოვე კომენტარი