იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ კვლევაზე იმსჯელა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ კვლევაზე იმსჯელა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ კვლევაზე იმსჯელა, რომელიც საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების ახალი სისტემის სამართლებრივი და ტექნიკური ანალიზს ეხება.

ორგანიზაციამ კვლევის საფუძველზე რამდენიმე რეკომენდაცია და შენიშვნა შეიმუშავა. მათ შორის საუბარია სასამართლოს თავმჯდომარეების უფლება-მოსილებაზე.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ კანონში ნათლად არ არის გაწერილი, თავმჯდომარის როლი სასამართლოში კოლეგიის ან ვიწრო სპეციალიზაციის შემადგენლობის განსაზღვრისას. ასევე, ბუნდოვანია, თავმჯდომარის როლი საქმეზე მოსამართლის აცილების შემთხვევაში, საქმის ხელახლა განაწილებისას.

არასამთავრობო ორგანიზაცია, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” წარმომადგენლის, გვანცა წულუკიძის მოსაზრებით, დღევანდელი განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ გარკვეულ საკითხებზე კვლევის ავტორებს არაზუსტი ინფორმაცია ჰქონდათ, რაშიც ცვლილებას შეიტანენ, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარის უფლება-მოსილებების ნაწილს, გვანცა წულუკიძის თქმით, ამ ნაწილში ორგანიზაციის პოზიცია უცვლელია.

არასამთავრობო ორგანიზაციას უპასუხა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.

მისი მოსაზრებით, კვლევაში აშკარა იყო უზუსტობები, რაც თავად კვლევის ავტორმაც დაადასტურა. მისივე თქმით, დღეს, კანონის მიხედვით, ნათლად არის დარეგულირებული სასამართლოს თავმჯდომარის როლი.

გიორგი მიქაუტაძე მზად არის, იმ საკითხებზე, რომლებიც კვლევის მიხედვით, საკანონმდებლო დონზე უნდა დარეგულირდეს, კონსულტაციებში ჩაერთოს. “დღევანდელი მდგომარეობით თავმჯდომარეებს საერთოდ არანაირი როლი, თეორიულადაც კი, არ აქვს საქმის განაწილების პროცესში. ამის დამადასტურებელი ფაქტი და მტკიცებულება ვერ მოჰყავს ვერც ერთი კვლევის ავტორს“, – განმარტა გიორგი მიქაუტაძემ.