იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ანა დოლიძის ინიციატივები ჩააგდო
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ანა დოლიძის ინიციატივები ჩააგდო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ორი ინიციატივა დააყენა. საბჭომ ორივე ინიციატივა ჩააგდო.

სხდომაზე, ანა დოლიძემ საბჭოს წევრებს ინიციატივა შესთავაზა, რომელის მიხედვითაც, მოსამართლის კანდიდატის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, თუ ამ მოსამართლის მიერ განხილულ საქმეზე აქვს მიღებული.

მისი განცხადებით, იმისთვის, რომ ქართული მართლმსაჯულება დაუახლოვდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აუცილებელია, მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების გათვალისწინება.

“ეს ინიციატივა, ჩემი აზრით, დაახლოებს ჩვენ სამართლებრივ სივრცეს სტრასბურგთან. როდესაც ჩვენ მოსამართლეებს ვნიშნავდით, ისეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, როგორიც არის უვადოდ დანიშვნა, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ყურადღება გავამახვილოთ გასაჩივრდა, თუ არა მათი გადაწვეტილება სტრასბურგში და შემდეგ, რა თქვა სტრასბურგმა. დღევანდელ დღეს, ჩვენ წინაშე დარჩენილია კიდევ რამდენიმე ათეული მოსამართლე და მომავალშიც შეიძლება იყოს გამოცდილების მქონე მოსამართლე, რომელსაც მოუნდება უვადოდ დანიშვნა. საქმეთა ჩამონათვალში, რომელზეც არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება ან დროებითი ღონისძიება, არის „რუსთავი 2“-ის, ” ვანო მერაბიშვილის საქმე”, “გირგვლიანის საქმე”, და ა.შ. საუბარია 60 საქმეზე, სადაც არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება, როდესაც მოსამართლეს ნამსჯელი აქვს ან მონაწილეობა აქვს მიღებული ამ პროცედენტის შექმნაში. თუ ჩვენ გვინდა სტრასბურგთან ცოტა ახლოს ვიყოთ მნიშვნელოვანია, ეს საკითხი გასაუბრების დროს დავსვათ”, – განაცხადა დოლიძემ.

დოლიძის მეორე ინიციატივა სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის წესის ცვლილებას გულისხმობს.

“არ ვთვლი სწორედ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა ნიშნავდეს სასამართლოს თავმჯდომარეს. საბჭომ მოსამართლეებს თავმჯდომარეები არ უნდა დაუნიშნოს”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დატოვე კომენტარი