იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს მოუსმენენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს მოუსმენენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე შესარჩევად იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსს აგრძელებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს მოუსმენენ.

საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2020 წლის 2 ნოემბრის #1/138 განკარგულების საფუძველზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში გასაუბრებას იწყებს.

გასაუბრება კანდიდატებთან ლევან კოკორაშვილთან და გენადი მაკარიძესთან გაიმართება.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 17 ივნისს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატი შეარჩია და პარლამენტს ოფიციალურად წარუდგინა.

ამჟამად უზენაეს სასამართლოში 19 მოსამართლეა, მათგან ორს პირველ ივლისს ეწურება უფლებამოსილების ვადა.