იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი შენგელია აცხადებს, რომ მას არანაირი ნორმა არ დაურღვევია
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი შენგელია აცხადებს, რომ მას არანაირი ნორმა არ დაურღვევია

„მე ვერ დამისახელებს ვერავინ ვერც ერთ ნორმას, რომელიც დავარღვიე და არც ვაპირებ არც ერთი ნორმის დარღვევას“, – ასე პასუხობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, ირაკლი შენგელია, საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის ბრალდბებს. კერძოდ  არამოსამართლე წევრები აცხადებენ, რომ შენგელიამ, უზენაესი სასამართლოს 50-კაციანი სიის კენჭისყრისას, ხმა მისცა საკუთარ სიძეს, მოსამართლე ლევან თევზაძეს.

შენგელიას განცხადებით, მსგავსი ფაქტი არაერთხელ ყოფილა, როგორც მთავრობის წევრის, ასევე ცესკო-ს ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კენჭისყრისას, თუმცა კითხვის ნიშნები არ გაჩენილა.

„კენჭისყრა არის ფარული, კაცმა არ იცის ვინ ვის მისა ხმა და როგორ. მე ვერ დამისახელებს ვერავინ ვერც ერთ ნორმას, რომელიც დავარღვიე და არც ვაპირებ არც ერთი ნორმის დარღვევას. ხვალ და ზეგ როგორ ვიმოქმედებ, ეს პირადად ჩემი გადასაწყვეტია.

რაც შეეხება ინტერესთა შუთავსებლობის საკითხს, არსებობს შემთხვევები, მაგალითად საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატი, თავის თავს აძლევს ხმას. იგივე რეჟიმი ვრცელდება ცესკო-ს თავმჯდომარესთან მიმართებაში. იყო შემთხვევები, როდესაც პარლამენტი ნდობას უცხადებდა მთავრობას, სადაც მეუღლე, ერთ-ერთი პარლამენტის წევრი იყო, ხოლო მეორე მეუღლე იყო ერთ-ერთი მინისტრი. ამასთან დაკავშირებით არც ერთი კითხვა არ დასმულა არასდროს“, – განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

რაც შეეხება კითხვას, აპირებს თუ არა ირაკლი შენგელია, რომ თვითაცილების საკითხი დააყენოს მისი სიძის, ლევან თევზაძის კენჭისყრისას, შენგელია ამბობს, რომ უნდა მოიფიქროს თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის დროს.

ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის შეჩერებას და კონკურსის თავიდან გამოცხადებას ითხოვენ.