იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პარლამენტისთვის წარსადგენ ორ კანდიდატს მოუსმინეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პარლამენტისთვის წარსადგენ ორ კანდიდატს მოუსმინეს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა დღეს ორ კანდიდატს – ივერი აბაშიძესა და გოჩა აბუსერიძეს მოუსმინეს.

გოჩა აბუსერიძე სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა, მან გასაუბრებაზე საკუთარ გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება.

საბჭოს არამისამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა კანდიდატს პოლიტპატიმრების შესახებ დაუსვა კითხვა, რაზეც აბუსერიძემ უპასუხა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან.

დღესვე გაუსაბრება გაიმართა საქალაქო სასამართლოს მოქმედ მოსამართლე ივერი აბაშიძესთან.

იუსტიციის საბჭოს წევრები დაინტერესდნენ აბაშიძის მოსაზრებით სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაზეც კანდიდატმა უპასუხა, რომ „სასამართლო საქართველოს სახელმწიფოებრივი ისტორიის განმავლობაში ასეთი დამოუკიდებელი ჯერ არ ყოფილა“.

ამასთან, ნაზი ჯანეზაშვილმა აბაშიძეს სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანურ მმართველობაზე ჰკითხა, რაზეც კანდიდატმა უპასუხა, რომ ის ასეთ მმართველობას ევრ ხედავს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართელობისთვის სულ 50 კანდიდატია რეგისტრირებული, საიდანაც საბჭოს წევრებმა ცხრა უნდა შეარჩიონ და მათი სია დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინონ.

დატოვე კომენტარი