იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პარლამენტისთვის წარსადგენ ორ კანდიდატს მოუსმენენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პარლამენტისთვის წარსადგენ ორ კანდიდატს მოუსმენენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენა გრძელდება.

საბჭოს წევრები მოსამართლეობის ორ კანდიდატს, პაატა სილაგაძესა და კახა სოფრომაძეს მოუსმენენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების კითხვები დაკავშირებული იქნება სასამართლოსთან და მათ საქმიანობასთან, ხოლო საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მისი კითხვები კვლავ შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობასა და კანდიდატების წარსულ საქმიანობას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის სულ 50 კანდიდატია რეგისტრირებული, საიდანაც საბჭოს წევრებმა ცხრა უნდა შეარჩიონ და მათი სია დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინონ.