იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ახალი პროგრამის „სასამართლოს მრჩევლის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის მიზანია, სასამართლო სისტემის გაძლიერება და ითვალისწინებს სასამართლოს მრჩევლის ინსტიტუტის შექმნას, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეებს ადგილზე ეყოლებათ უცხოელი ექსპერტები, რომლებიც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში გაიწევენ კონსულტაციას.

საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, არსებობს მოლოდონი, რომ აღნიშნული პროგრამა წარმატებული იქნება.

„საკითხი ეხება პროგრამას, რომელიც განხორციელდება საერთო სასამართლოების სისტემაში ამერიკის მხარდაჭერით. პროგრამა ითვალისწინებს სასამართლოს მრჩევლის ინსტიტუტის გარკვეული ვადით შემოღებას. მოსამართლეებს ადგილზე ეყოლებათ უცხოელი ექსპერტები, რომლებიც დაეხმარებიან მათ, გაუწევენ კონსულტაციებს და გარდა ამისა, იგეგმება ვიზიტები აშშ-ში. ეს ადამიანები ასევე დაეხმარებიან სასამართლოს მოხელეებს და იუსტიციის უმაღლეს სკოლას. ეს არის მასშტაბური პროექტი. იმედი მაქვს, რომ წარმატებული იქნება.

ამასთანავე, მოლოდინი მაქვს იმის, რომ სასამართლო სისტემა ინება თვითკრიტიკული, რადგან ჩვენ გვაქვს მაგალითები, როდესაც ხორციელდება გარკვეული საერთაშორისო ვიზიტები. საბჭოს წევრები არ არიან ხოლმე როგორც წესი თვითკრიტიკულები და სწორედ ისეთი ინფორმაციის მოძიებას ცდილობენ, რომელიც მათ სასარგებლოდ იმოქმედებს და მათ არგუმენტებს გაამყარებს. მოლოდინი მაქვს, რომ ასეთი პროექტები დაეხმარება სისტემას გაძლიერებაში”,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.