იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და საბჭოს წევრები ამერიკელ მოსამართლეებს შეხვდნენ

15:21, 15.05.2018

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და საბჭოს წევრები ამერიკელ მოსამართლეებს შეხვდნენ. აუდიენციისას მთავარი სასაუბრო თემა იყო ქართულ მართლმსაჯულებაში ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებები და სამომავლო პროექტები.

მინესოტას შტატის მოსამართლის, უილიამ კოხის განცხადებით, საერთო რაც აქვთ ქართულ და ამერიკულ მართმსაჯულებას, ეს არის სასამართლოთა გადატვირთულობა. მისივე თქმით, შეხვედრის შემდეგ, ქართულ მართლმსაჯულებაში სამი მთავარი პრობლემა გამოიკვეთა.

„შეხვედრებისას გამოიკვეთა სამი ძირითადი საკითხი. ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი არის ახალი საქართველოსთვის მაშინ, როდესაც ამერიკას 250-წლიანი გამოცდილება აქვს. მეორე ეს არის მოსამართლეების რიცხვი, მათი წვრთნა, ტრეინიგები და პროფესიონალიზმის საკითხი, ძალიან მნივნელოვანია და მუდმივად უნდა ხდებოდეს ამის სრულყოფა. მესამე ეს არის თანამშრომლობა პროკურატურას, ადვოკატების კორპუსსა და სასამართლოს შორის, ეს ჩვეულებრივი პროცესია ამერიკაში. ჩვენი სურვილია, რომ მხრეებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა არსებობდეს“, – განაცხადა უილიამ კოხმა.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს, მისი განმარტებით, შეხვედრაზე ამერიკელმა მოსამართლეებმა ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

„ჩვენ ვისაუბრეთ სისტემაში არსებულ რეფორმებზე, აგრეთვე ჩვენს მომავალ გამოწვევებზე, პრობლემებზე, საქმეთა გადატვირთულობაზე, დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურებზე და გაგვიზიარეს ამერიკელმა კოლეგებმა მათი გამიცდილება. გვითხრეს, რომ სასამართლოების პრობლემა არ არის უცხო მინესოტას შტატის მოსამართლეებისთვის და ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტულ აქტივობებზე, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ვიპოვოთ გამოსავალი“, – განაცხადა იუსტიციის საბჭოს მდივანმა.

ამერიკელი მოსამართლეები მინესოტას შტატიდან საქართველოში „ევროპის უნივერსიტეტის“ ორგანიზებით, „საერთაშორისო სამართლის კვირეულის“ ფარგლებში იმყოფებიან.

მსგავსი