იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სავარაუდოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სავარაუდოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს. საბჭოს წევრები დღის წესრიგით განსაზღვრულ ცხრა საკითხზე იმსჯელებენ.

დღის წესრიგში შეტანილი მეცხრე საკითხი („ზოგიერთი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ“) სავარაუდოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მშვენიერაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა. სავარაუდოდ სწორედ დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი, თუ ვინ დაიკავებს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას.

გარდა აღნიშნული საკითხისა, საბჭო კიდევ რამდენიმე ტექნიკურ საკითხზე იმსჯელებს. მათ შორის არის თბილისის საქალაქო სასმართლოს კოლეგიების განსაზღვრის საკითხიც.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

დატოვე კომენტარი