იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას დღეს შეარჩევს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას დღეს შეარჩევს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას დღეს შეარჩევს. კანდიდატურის შესარჩევად საბჭო კონსულტაციას უზენაესი სასმართლოს მოსამართლეებთან გამართავს.

კონსულტაციის დროს, მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი კანდიდატები დაასახელონ. საკითხზე მოსამართლეებთან კონსულტაციები 15:00 საათზეა ჩანიშნული. 16:00 საათზე კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა უზენაეს სასამართლოში გაიმართება, სადაც საბჭოს წევრები, საკანონმდებლო ორგანოსთვის წარსადგენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ერთ კანდიდატს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შემადგენლობიდან შეარჩევს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის 2 აგვისტოდან გახდა ვაკანტური. ნინო გვენეტაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.